ევროკავშირთან თანამშრომლობის გაფართოება

ასოცირებული ტრიოს ვიზიტი ბრიუსელში გრძელდება.

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრები უკვე გამოხატეს ევროპარლამენტში, ამ წუთებში კი შეხვედრა ევროკომისიაში მიმდინარეობს. ევროპარლამენტი სამეულის ფორმატის დაფუძნებას მიესალმება და მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობაში ჩართული სახელმწიფოების ნაწილში არსებულმა გართულებულმა ვითარებამ არ უნდა შეაფერხოს მოწინავე ქვეყნების  პოზიცია და მისწრაფება ევროკავშირთან დაახლოებასთან დაკავშირებით. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ევროპარლამენტის დელეგაცია ჟან მონეს დიალოგის ფარგლებში საქართველოს ესტუმრება, ასევე შემოდგომამდე გაიმართება კიდევ ერთი სამიტი  ასოცირებული ტრიოს მონაწილეობით.

დატოვე კომენტარი