ევროკავშირთან ინტეგრაციის კომისიის სხდომა

ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფცია დამტკიცდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე.

მთავრობაში ამბობენ, რომ დოკუმენტის საბოლოო ვერსია მზად სავარაუდოდ მიმდინარე წლის ნოემბერში იქნება. პრემიერის განცხადებით, საგზაო რუკა ხელს შეუწყობს საქართველოს უფრო მეტ პოლიტიკურ დაახლოებას და სექტორულ ინტეგრაციას ევროკავშირთან, ვიდრე ეს ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული. გიორგი კვირიკაშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვა, ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფციაზე ფართო კონსულტაციები მოსახლეობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან გამართოს.