ევროკავშირთან ასოცირების კომიტეტის გადაწყვეტილება

სტრასბურგში საქართველოს შესახებ რეზოლუცია ვერ მიიღეს.

ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ორდღიანი სხდომა ისე დასრულდა, რომ საერთო ტექსტზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ითხოვდა, პროექტში შესულიყო ცვლილებები, რომელიც გიგი უგულავას დაკავებას, გიორგი რურას საქმეს, 20 ივნისის მოვლენებს და რამდენიმე სასამართლო პროცესს ეხებოდა. თუმცა, ვერც ოპოზიციის და ვერც მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა შესწორებებმა მხარდაჭერა ვერ მიიღო. საბოლოოდ რეზოლუციის პროექტი, რომელშიც საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე იყო საუბარი და ევროინტეგრაციის კუთხით არაერთ მნიშვნელოვან გზავნილს მოიცავდა, ჩავარდა. ფაქტის გამო იმედგაცრუებას ვერ მალავს კომიტეტის თანათავმჯდომარე ესტონელი დეპუტატი, რომელმაც მხარეებს მიანიშნა, რომ ინიცირებული ცვლილებების ჩამონათვალში არაერთი შიდაპოლიტიკური განცხადება იყო.

დატოვე კომენტარი