ევროკავშირთან ასოცირების ექვსი წელი

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებიდან ექვსი წელი გავიდა. დღევანდელ თარიღს საქართველოს ევროკავშირის ელჩი ულოცავს და „მოამბესთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ მთელი ეს პროცესი ევროგაერთიანებასა და საქართველოს შორის ძლიერი და მზარდი ურთიერთობის საფუძველია.

„ასევე, ვულოცავ საქართველოს იმ პროგრესს, რომელსაც მიაღწია გასული წლის განმავლობაში. მომავალში ჩვენ დიდი ყურადღებით დავაკვირდებით დაგეგმილ არჩევნებს და იმედი გვაქვს, ის აღიარებული იქნება როგორც ყველაზე სამართლიანი და თავისუფალი, რაც კი ოდესმე ჩატარებულა. ჩვენ ასევე ველოდებით მეტ ენთუზიაზმს სამართლებრივ რეფორმებთან დაკავშირებით, მათ შორის თავად სასამართლოში“, – აცხადებს დიპლომატი.

დატოვე კომენტარი