ევროკავშირთან ასოცირების ექვსი წელი 

ევროკავშირთან ასოცირების ექვსი წლისთავს ეხმაურებიან დეპუტატებიც. კანონმდებლები განვლილ ექვს წელს აფასებენ და აცხადებენ, რომ საქართველოს დასავლური კურსი უცვლელია. თბილისში იმედს გამოთქვამენ, რომ ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყანა სამომავლოდ უფრო ქმედით ნაბიჯებს გადადგამს.