ევროკავშირში რუსული გათხევადებული აირის იმპორტი გაიზარდა

18:07, 10.08.2026

რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტმა ევროკავშირში ივნისში, გასულ წელთან შედარებით, 14 %-ით მოიმატა, მიუხედავად ევროკავშირის გეგმისა, 2027 წლიდან სრულად შეწყვიტოს რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირის შესყიდვა, – ამის შესახებ გამოცემა „ველტი“ ენერგეტიკული კვლევითი ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, ნედლეულის რეალიზაციისგან, კრემლის შემოსავალი, დღეში 60 მილიონ ევრომდე გაიზარდა, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ევროკავშირის გეგმის შესრულებას. ენერგეტიკული კვლევითი ცენტრის მონაცემებით, რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირის ყველაზე მსხვილი შემსყიდველი საფრანგეთია. Bruegel-ის კვლევითი ცენტრის მონაცემებით, წლის მეორე კვარტალში რუსულმა ბუნებრივმა აირმა, ევროკავშირის მთლიანი გაზის იმპორტის 13,4 % შეადგინა. ეს ნიშნავს, რომ 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის წილი იმავე დონეზე რჩება. საკითხი შეაფასეს პოლიტიკურ სპექტრში.

მსგავსი