ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის რეფორმა
ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის რეფორმის გეგმა, რომლის მიზანიც წევრი ქვეყნების მიერ ვეტოს გამოყენების თავიდან აცილებაა, პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. გავრცელებული ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტი უახლოეს დღეებში წარადგენს ინიციატივას, რომელიც ევროკავშირის 30-ზე მეტ წევრამდე გაფართოებისთვის მომზადებას ითვალისწინებს.
ამასთან, ევროკავშირის ლისაბონის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა საჭირო არ იქნება. როგორც მედია იუწყება, ევროკომისიის პროექტი გარდამავალი სამართლებრივი დებულებების გამოყენებას ითვალისწინებს. მათი მიზანია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ბევრ შუალედურ ეტაპზე 27 წევრი ქვეყნის ერთსულოვანი თანხმობის მოთხოვნის გაუქმება.