„წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები აფინანსებდა ორგანიზაციებს და პროექტებს, რომლებიც ჩვენს ინტერესებს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა ევროკავშირში აშშ-ის ელჩმა, ენდრიუ პაზდერმა. მისი თქმით, შეერთებული შტატები ტოვებს ინსტიტუტებს, რომლებიც დიდი ხანია ბიუროკრატიაში არიან ჩაფლულნი და მემარცხენეებს უჭერენ მხარს. დიპლომატის განცხადებით, საერთაშორისო ინსტიტუტები, რომლებსაც ამერიკის შეერთებული შტატები ტოვებს, დიდი ხანია გადაიქცნენ პროგრესული მემარცხენეების ინტერესების წინ წაწევის პლატფორმებად, თავისუფალი ბაზრების, ეკონომიკური კეთილდღეობისა და ეროვნული უსაფრთხოების საზიანოდ. ელჩი ასევე აღნიშნავს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება გადამწყვეტი ნაბიჯია, რომ აშშ-ის გადასახადის გადამხდელთა ფული ქვეყნის ინტერესების მიხედვით დაიხარჯოს.