ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო 15 ივლისს საქართველოს საკითხზე კიდევ ერთხელ იმსჯელებს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დღის წესრიგშია ნათქვამი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპელი მინისტრები საქართველოს საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებებს გაცვლიან.
ცნობისთვის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს საკითხი ივნისში გამართულ სხდომაზეც განიხილეს, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიუღიათ. მაშინ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ სხდომის მონაწილეებმა იმსჯელეს ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაპატიმრების თემაზე და ისაუბრეს პასუხისმგებელი პირების მზარდ რეპრესიებზე, მათ შორის მოსამართლეების მიმართ სანქციების დაწესებაზე.