ევროკავშირმა ყულევის ტერმინალი სანქციათა პაკეტიდან ამოიღო

12:08, 11.03.2026

ყულევის ტერმინალის სასანქციო პაკეტიდან ამოღების გადაწყვეტილება ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა. ევროკავშირის გადაწყვეტილებას და განცხადებას განსხვავებული შეფასებები მოჰყვა თბილისში. შეგახსენებთ, აღნიშნულის შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დევიდ ო’ სალივანის წერილის შემდეგ გახდა ცნობილი, რომელიც მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს გაუგზავნა.

რამდენიმე დღის წინ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ სანქციების მორიგ პაკეტში ქართული ტერმინალის შეტანაც იგეგმებოდა და შესაბამისი მტკიცებულებებიც იყო წარდგენილი. თუმცა მტკიცებულებებზე არაფერია ნათქვამი სალივანის განცხადებაში, რომელშიც ხაზგასმულია საქართველოსა და პორტის ოპერატორის მიერ აღებული ვალდებულება, რომ ნავთობტერმინალი ევროკავშირის მიერ სანქცირებულ გემს არ მიიღებს და რაიმე მომსახურებას არ გაუწევს.

 

მსგავსი