ევროკავშირმა დაფინანსებული ოთხი პროექტის შედეგები წარადგინა

ყოველი ჩვენგანი დასაქმებისუნარიანია – ამ სახელწოდებით ღონისძიება ევროკავშირის მიერ გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული ოთხი პროექტის შედეგები და მიღწევები.

პროექტებში პილოტირებულია ინოვაციური მიდგომები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და რთულად მისადგომ ადგილებში მცხოვრები ადამიანების დასაქმების პრობლემების გადასაჭრელად, აგრეთვე აგრო და ოჯახური ბიზნესის განსავითარებლად.

პროექტების ფარგლებში დასაქმდა 100 ადამიანი. საფუძველი ჩაეყარა 240 მცირე ბიზნესსა და გადამზადდა 3 000 ადამიანი.  2014 წლიდან ევროკავშირმა 80 მილიონი ლარი გამოყო საქართველოში დასაქმების პრობლემის მოსაგვარებლად.

ღონისძიება ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა გახსნა.