ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ახალი ინიციატივა

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ახალი ინიციატივა.

სიახლე საქართველოში დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების – მედიაციისა და არბიტრაჟის განვითარებას ემსახურება.

საქართველოს მთავრობასთან, სასამართლო სისტემასთან, კერძო სექტორთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ხელი შეეწყობა კომერციულ დავებში მედიაციისა და არბიტრაჟის გამოყენებას, ქართველი მედიატორებისა და არბიტრების პროფესიულ განვითარებას, საქართველოში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებასა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდას.

ახალი ინიციატივა 2016-2018 წლებში ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის შედეგებს ეყრდნობა.