აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას, ევროპელი მაღალჩინოსნები ეხმაურებიან. კაია კალასის თქმით, მათაც შეუძლიათ მიუთითონ ბევრი ისეთი რამ, რაც ამერიკაში არასწორია. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ისინი არ აპირებენ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას. მსგავსი რიტორიკა აქვს ევროპული საბჭოს პრეზიდენტსაც.
ანტონიუ კოშტა აღნიშნავს, რომ ევროპა და ამერიკა მოკავშირეები არიან და მათ უნდა იმოქმედონ ისე, რომ არ უნდა ჩაერიონ ქვეყნების შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში.
აღნიშნული საკითხი შეაფასეს თბილისში. შიდა საქმეებში ჩარევა და ორმაგი სტანდარტი. მმართველი გუნდი ევროპელ პარტნიორებს აკრიტიკებს.