ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრა

18:33, 17.03.2026

ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე, ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრმა, ბენჟამენ ჰადადიმ და ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა, გიუნტერ კრიხბაუმმა – საქართველოს საკითხზე ისაუბრეს. ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრმა „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, შეწყვიტოს რეპრესიები, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გააუქმოს „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონი. ევროინტეგრაციის პროცესზე საუბრისას ჰადადიმ თქვა, რომ ამ ეტაპზე საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, „მაგრამ ეს სტატუსი დე ფაქტო გაყინულია და წინ არ მიიწევს. კითხვაზე, რა ბერკეტები აქვს ევროკავშირს, ჰადადიმ სავიზო შეზღუდვებზე გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ ეს ინსტრუმენტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის უკვე განიხილება. ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრის თქმით, ევროინტეგრაციის საკითხში საქართველო ადრე ბევრად წინ იყო, ვიდრე ახლა. გიუნტერ კრიხბაუმმა ევროკომისიის ანგარიში გაიხსენა. მისი თქმით, მარტა კოსის მიერ წარდგენილ ბოლო ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა.

მსგავსი