ევროკავშირის ზოგად საკითხთა საბჭოს არაფორმალური შეხვედრა

ვარშავაში ევროკავშირის ზოგად საკითხთა საბჭოს არაფორმალური შეხვედრა გაიმართა. მონაწილეობა მიიღეს გაწევრიანების მსურველმა პარტნიორმა ქვეყნებმა. დისკუსია გაიმართა ალბანეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, კოსოვოს, ჩერნოგორიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, მოლდოვის, სერბეთის, თურქეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის.

შეხვედრას საქართველო არ ესწრებოდა. აუდიენციას უძღვებოდა პოლონეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრი ადამ შლაპკა, რომელმაც შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს შესახებ ისაუბრა.