ევროკავშირის წევრობის კითხვარი

ევროკავშირის მთავარი კითხვარი შევსებულია –  369 შეკითხვაზე პასუხები გაცემულია. დოკუმენტს ხვალ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მიიღებს, ასევე იწყება მუშაობა მეორე ნაწილის შესავსებად, რისთვისაც დრო, საქართველოს 13 მაისამდე აქვს. საბოლოო პასუხები ბრიუსელში გაიგზავნება. ამის შემდეგ კი ასოცირებული ქვეყნებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ევროკომისიამ საკუთარი შეფასება ევროკავშირის საბჭოს უნდა გადასცეს. 27-მა სახელმწიფომ კი პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მოლოდინები ოპტიმისტურია.