ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა კაია კალასმა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროპელი დიპლომატების შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად საქართველოში მიმდინარე რეპრესიები განიხილეს. მისივე თქმით, მზადყოფნას გამოთქვამენ, განიხილონ შემდგომი შემზღუდავი ზომები პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ. აღნიშნულ საკითხს აფასებენ პოლიტიკურ პარტიებში.
ოპოზიცია სანქციების დაწესების აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს და აღნიშნულ განცხადებას იწონებს.
მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ აღნიშნული დამოკიდებულება უსამართლო და უარგუმენტოა.