ევროკავშირის წევრი ქვეყნების შეხვედრა ლუქსემბურგში

ლუქსემბურგში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა მიმდინარეობს. ევროპელი დიპლომატების დღევანდელ შეხვედრაზე ირანსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გარდა, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ. შეხვედრის დაწყებამდე კაია კალასმა განაცხადა, რომ საქართველოს შემთხვევაში განიხილება სანქციები იმ პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ადამიანის უფლებების დარღვევასა და ძალადობაზე. მისივე თქმით, საქართველოს კვლავ არასწორი გეზი აქვს აღებული. ჟურნალისტის კითხვაზე, შეჩერდება თუ არა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა, კალასმა განაცხადა, რომ ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, თუმცა ეს საკითხი დღეს არ განიხილება.