ევროკავშირის წევრი 27 საელჩოს ერთობლივი განცხადება
ევროკავშირის წევრი 27 საელჩო ერთობლივ განცხადებას ავრცელებს – მტკიცედ უარვყოფთ ზიანის მომტან ბრალდებებს საქართველოში ზოგიერთი დიპლომატიური მისიის საქმიანობაზე, დეზინფორმაციას შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. დიპლომატებისთვის ფართო სპექტრის წარმომადგენლებთან – მთავრობასთან, ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ზოგადად მოქალაქეებთან შეხვედრა დიპლომატიური მუშაობის ნორმალური ნაწილია და ვენის კონვენციას სრულად შეესაბამება. ჩვენ არცერთ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას არ ვუჭერთ მხარს და განცხადებები ჩვენს მიერ ძალადობისა და ექსტრემიზმის მხარდაჭერის შესახებ უბრალოდ სიმართლე არ არის. სინამდვილეში, ჩვენ ყველა აქტორს მოვუწოდებთ, რომ უარი თქვან ძალადობის ნებისმიერი ფორმაზე და დაგმონ იგი.
ამ განცხადებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავსტრიის, ბელგიის, ბულგარეთის, ხორვატიის, ჩეხეთის, კვიპროსის, დანიის, ესტონეთის, ევროკავშირის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, სლოვენიის, ესპანეთის, შვედეთისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების სახელით ავრცელებს.