ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება - პოლიტიკური შეფასებები 

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა შუმანის დეკლარაციის ამსახველ ფოტომასალას აქვეყნებს სათაურით – „ევროკავშირი მშვიდობისთვის შეიქმნა“. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოზე თანდართულია ტექსტი, სადაც წერია, რომ გაერთიანება 1950-იან წლებში ომით განადგურებული კონტინენტის აღსადგენად შეიქმნა, დღეს კი – ის მსოფლიოში ყველაზე მშვიდობიანი რეგიონია. უკრაინა ნახსენები არ არის, საქართველოსთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ ქვეყნის სწრაფვა ინტეგრაციისკენ, ნიშნავს იმას, რომ საქართველო ამ ისტორიული სამშვიდობო პროექტის ნაწილი გახდება. რას უკავშირდება ევროკავშირის „ფეისბუქ“ გვერდზე მსგავსი ტექსტის გამოქვეყნება, დღეს, უცნობია. საკითხი პოლიტიკური შეფასებების საგანი გახდა. ოპოზიცია ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, საქართველოს ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თავად „ქართული ოცნება“ კი, ამ განცხადებას დაგვიანებულს უწოდებს და ამბობს, რომ თუ – მშვიდობა მის ინტერესებში ნამდვილად შედიოდა, მსგავსი აქცენტები ევროგაერთიანებას უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, ერთხელ მაინც უნდა გაეკეთებინა.