ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება - გამოხმაურება

 საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ევროკომისიისა და ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებებს ეხმაურება. მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველო და ქართველი ხალხი არაფრის ფასად დათმობს თავისუფლებას.

„თუ არ დაგვემორჩილებით, მშვიდობაზე, ოჯახურ ღირებულებებზე, ეროვნულ პოლიტიკაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე და მსგავს საკითხებზე უარს არ იტყვით და ჩვენს აგენტურას მხარს არ დაუჭერთ, ვიზალიბერალიზაციას გაგიუქმებთო – შანტაჟის უკიდურესად ამორალური ფორმა, რომელსაც აღარც კი მალავენ!.. შანტაჟის ობიექტი – ქართველი ხალხი!!! აქამდე მხოლოდ პოლიტიკოსებს გვემუქრებოდნენ და გვასანქცირებდნენ… შანტაჟის ავტორი: არც მეტი, არც ნაკლები – ევროკავშირის ელჩი, რომელმაც რამდენიმე საათის წინ გააკეთა განცხადება, თუ ვიზის გარეშე აღარ შეგიშვებთ ევროპაში, ამაზე პასუხისმგებლობა თქვენს ხელისუფლებას ეკისრებაო!“ – წერს მამუკა მდინარაძე. ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას ეხმაურებიან სხვა პოლიტიკურ პარტიებშიც.

ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება