ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება

12:12, 13.02.2026

შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაც. აღნიშნულია, რომ დისკუსიის მიზანი იყო გრანტების შესახებ კანონსა და მასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო აქტებში ახლახან წარდგენილი ცვლილებების პაკეტის შესახებ ევროკავშირის სერიოზული შეშფოთების გამოთქმა.

ელჩის თქმით, დამტკიცების შემთხვევაში, ცვლილებებმა შესაძლოა პირდაპირ და უარყოფითად იმოქმედოს საქართველოში მოქმედი დიპლომატიური მისიების მუშაობაზე, რაც ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დებულებებს და პრინციპებს. საქართველოს მხარემ, ასევე, ევროკავშირის სანქციების საკითხი წამოჭრა. ევროკავშირის ელჩის ინფორმაციით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკომისიის მიერ 6 თებერვალს შეთავაზებული სანქციების მე-20 პაკეტს ამჟამად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები განიხილავენ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოვლენათა განვითარებასთან დაკავშირებით კონტაქტი გაგრძელდება“, – ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

მსგავსი