17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. თარიღთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს. „ყოველ ადამიანს აქვს უფლება, იცხოვროს თავისუფლად, თანასწორად და ღირსეულად“, – ვკითხულობთ კაია კალასის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „ადამიანის უფლებები გვეკუთვნის ყველას, ვინც არ უნდა ვიყოთ, სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ და ვინც არ უნდა გვიყვარდეს“, – აღნიშნულია კალასის წერილში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.