ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში "ევროპის დღეს" აღნიშნავს

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში “ევროპის დღეს” აღნიშნავს. სკეიტპარკი ერთი დღით ევროსოფლად გადაიქცა და თითოეულ სტუმარს, მთელი დღის განმავლობაში, გასართობი აქტივობებით, ევროკავშირში ამოგზაურებს. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ ევროკავშირის ისტორიას. ასევე, გაიგონ, თუ რა შესაძლებლობებს ქმნის ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

“ევროპის დღე” ყოველ წელს აღინიშნება, 9 მაისის „შუმანის დეკლარაციის“ იუბილესთან დაკავშირებით. ამ დღეს, 1950 წელს, რობერტ შუმანი (იმ დროისთვის საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი) გამოვიდა ინიციატივით, რომ ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმა შექმნილიყო.

ქვანახშირისა და ფოლადის მარაგების გაერთიანების შედეგად გამოირიცხებოდა ევროპის ხალხთა შორის ომის და დაპირისპირების ალბათობა. ომის თავიდან აცილების მიზნით, ქვეყნების გაერთიანებამ საფუძველი ჩაუყარა ევროკავშირს.

დღეს ევროკავშირი 28 სახელმწიფოს და 508 მილიონ მოქალაქეს აერთიანებს.