ევროკავშირის სტანდარტი და საქართველო

21:16, 19.10.2026

ევროპის ქვეყნებში მიმდინარე უმართავმა პროცესებმა და ძალადობრივმა აქციებმა ოფიციალური თბილისის დღის წესრიგში ევროკავშირის მიმართ დაგროვილი პრეტენზიები გაააქტიურა.

17-18 ოქტომბრის მოვლენების და მძიმედ სანახავი კადრების ფონზე პარალელები ივლება საქართველოში 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის და 2025 წლის 4 ოქტომბრის პროცესებთან: მმართველი გუნდი ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს ევროკავშირს, რომელმაც საფრანგეთის ძალადობრივ აქციებზე განვითარებული მოვლენები დაგმო და დემონსტრანტებს მშვიდობიანი პროტესტისკენ მოუწოდა. „ქართული ოცნების“ ლიდერებს აინტერესებთ, რატომ არ გაკეთდა ანალოგიური განცხადებები თბილისში 2024-25 წლებში მოწყობილი აქციების დროსაც, რომლებსაც ხელისუფლება სწორედ ბრიუსელისგან მართულ-დაფინანსებულად აცხადებს. მმართველი პარტია ევროკავშირს პარლამენტთან თუ პრეზიდენტის სასახლესთან დემონსტრანტთა ცალკეული ჯგუფების ძალადობრივ ქმედებებს ახსენებს და ხაზს უსვამს, რომ მაშინ ევროკავშირის მწვავე კრიტიკის სამიზნე მხოლოდ ხელისუფლება იყო. „რაც სურდათ საქართველოში, მიიღეს სახლში“ – ასეთია „ქართული ოცნების“ გზავნილი. მაკრონს, რომლის მთავრობა დღეს ცალკეულ ადგილებზე აქციების უფლების შეზღუდვის გეგმასაც განიხილავს, დღევანდელი მოვლენების ფონზე საქართველოსთან დაკავშირებულ მწვავე განცხადებებს ახსენებენ – სწორედ საფრანგეთის პრეზიდენტი იყო ერთ-ერთი ევროპელ ლიდერებს შორის, რომელიც 2024-25 წლების მოვლენებს გამოხატვის თავისუფლებად მიიჩნევდა და ოფიციალურ თბილისს რეპრესიებზე მიუთითებდა.

მსგავსი