ევროკავშირის სესხი რუსული აქტივების ნაცვლად 

ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა და აზრთა სხვადასხვაობის შემდეგ ბრიუსელმა გადაწყვეტილება მიიღო. მომდევნო ორი წლის განმავლობაში უკრაინა ევროკავშირისგან 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს მიიღებს. რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენების გეგმა, რომელსაც მოსკოვის მუქარის ფონზე ევროპელ ლიდერთა ნაწილი ლობირებდა, ჩავარდა – რუსული აქტივები კვლავ გაყინული რჩება. პირობა ასეთია: სესხი ევროკავშირის ბიუჯეტით უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

უკრაინის ფინანსური მხარდაჭერისთვის რუსეთის აქტივების გამოყენების ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე ბელგია იყო.