სავიზო შეზღუდვები კონკრეტული სეგმენტისთვის – ახალი გზავნილი ევროკავშირიდან და მძიმე რეაქციები თბილისში. ახალი მოლოდინები გააჩინა განცხადებამ, რომლითაც ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს გუშინდელი შეხვედრა დასრულდა. არასაკმარისი ხმების გამო საქართველოს მიმართ კონკრეტული სასანქციო ზომების ამოქმედებაზე შეთანხმება ვერც ამჯერად მოხერხდა. თუმცა გაირკვა, რომ განსახილველ ვარიანტებს შორის არა ქვეყნის, არამედ კონკრეტული ჯგუფის მიმართ სავიზო შეზღუდვების დაწესება მოიაზრება. ანუ თუ მანამდე ღიად იყო გაფრთხილება 2017 წლის ისტორიული გადაწყვეტილების გადახედვაზე და უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე, ახლა პოზიცია შეიცვალა. თუმცა უცვლელი დარჩა რიტორიკა, რომლითაც ბოლო თვეებში ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ფასდება.
თათია ტაბეშაძე არკვევდა, ვის მოიაზრებს ბრიუსელი იმ სეგმენტში, რომლის მიმართ შესაძლოა სავიზო სანქციები ამოქმედდეს.