ევროკავშირის სანქციები უნგრეთს

ევროკავშირმა უნგრეთის წინააღმდეგ, შესაძლოა, სანქციები დააწესოს.

ევროპარლამენტმა ბუდაპეშტის წინააღმდეგ დისციპლინარული სამართალწარმოების დაწყებას – ევროკავშირის წესდების მეშვიდე მუხლის ამოქმედებას მხარი უკვე დაუჭირა.

ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ უნგრეთში კანონის უზენაესობა საფრთხის წინაშეა. პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი კი აცხადებს, რომ უნგრეთს მიგრანტების მიღებაზე უარის თქმის გამო სჯიან.

ბრიუსელთან უკიდურესად დაძაბული ურთიერთობების ფონზე, მომავალ კვირას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად ემზადება.