ევროკავშირის სანქციათა 21-ე პაკეტი 

15:15, 24.07.2026

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების  21-ე პაკეტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოში რეგისტრირებული კრიპტო-პლატფორმები და ყულევში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მოხვდა. პრესრელიზი ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. პაკეტი მოიცავს მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს იმ სექტორების წინააღმდეგ, რომლებსაც ყველაზე დიდი გავლენა აქვთ რუსეთის ეკონომიკაზე და მის შესაძლებლობაზე, გააგრძელოს ომი უკრაინის წინააღმდეგ.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ეს არის ყველაზე მასშტაბური ინდივიდუალური სანქციების პაკეტი. აღნიშნული ეხება 218 პირსა და ორგანიზაციას. მათ შორის 48 ფიზიკური პირია და 170 იურიდიული. ევროკავშირის განცხადებით, ახალი პაკეტის მიზანი რუსეთის ეკონომიკისა და სამხედრო მანქანის შემდგომი დასუსტებაა და ეს ზეწოლა მოსკოვზე მომავალშიც გაგრძელდება. პრესრელიზში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირმა სანქციები დაუწესა 8 პირს, რომლებიც რუსეთის ომის პროპაგანდის გავრცელებაში და უკრაინის წინააღმდეგ დეზინფორმაციული ნარატივების შექმნაში მონაწილეობენ.

მსგავსი