ევროკავშირის სანქციათა 21-ე პაკეტი – პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტს დღეს გამოეხმაურა. „მგონი, საზოგადოებამ კარგად დაინახა, რასთან გვაქვს საქმე, დადასტურდა, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ყულევში, არც პორტში და არც ქარხანაში არანაირად არ ხდებოდა სანქციების დარღვევა, ვერც კი თქვეს, რომ რაიმე სანქცია დაირღვა, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. პაპუაშვილის შეფასებით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ფარისევლობას, რომელიც ბრიუსელშია დაბუდებული.
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ მიღებულ ახალ სასანქციო პაკეტში საქართველოში მდებარე საწარმოც მოხვდა. საუბარია ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. ბრიუსელის შეფასებით, საწარმო რუსულ ნავთობს ამუშავებს და ვაჭრობს. სანქციები ქარხნის მიმართ ჯერ არ ამოქმედდება, საწარმოს ექვსთვიანი ვადა აქვს მიცემული. როგორც ირკვევა, კერძო მფლობელობაში არსებულ ობიექტთან გარკვეული ვალდებულებების შესასრულებლად, ევროკავშირიდან ახლა მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
გადაწყვეტილება გაუგებარია ოფიციალური თბილისისთვის. მმართველი გუნდი ევროკავშირის მიერ დაწესებული სასანქციო რეჟიმის დარღვევასა და სანქციების გვერდის ავლას გამორიცხავს და შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობაზე მიუთითებს.