ევროკავშირის სამიტზე გაფართოების საკითხი განიხილეს

ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების წარმომადგენლებს გაფართოების საკითხის განსახილველად შეხვდნენ. სამიტის დაწყებამდე ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა, რომ გაფართოება არ არის შორეული პერსპექტივა, არამედ არის უშუალო პრიორიტეტი. კოსოვოს პრეზიდენტმა, ვიოსა ოსმანმა კი – განაცხადა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის დაყოვნებამ, შესაძლოა საშუალება მისცეს „მავნე ძალებს, რუსეთს, ჩინეთს და ირანს“, მეტი გავლენა მოიპოვონ რეგიონში. შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის განცხადებით, ევროკავშირს შეუძლია, ახალი წევრები 2030 წლიდან მიიღოს.