ევროკავშირის სამიტის დასკვნითი დეკლარაცია - შეფასებები

პოლიტიკური შეფასებები გაკეთდა დღეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებაზე, სადაც პეტერ მადიარი ამბობს, რომ მისი ინიციატივით, ევროკავშირის სამიტის დასკვნითი დეკლარაციიდან უკრაინის გაწევრიანების დაჩქარების შესახებ პუნქტი ამოიღეს. ინფორმაცია ამის შესახებ მადიარმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. „უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით, ჩემი ინიციატივით, ბოლო მომენტში ტექსტიდან ამოღებულია პუნქტი, რომელიც გაწევრიანების დაჩქარებაზე მიანიშნებდა. ეს ადვილი არ იყო“,– წერს უნგრეთის პრემიერი.