ევროკავშირის სამიტი

ივნისის ბოლოს მისაღები პოლიტიკური გადაწყვეტილება აქტუალურია დღეს ბრიუსელში.

ევროკავშირის საბჭოს საგანგებო სამიტი დაიწყო – ევროპელი ლიდერები ქართულ მედიასთან იმ პერსპექტივაზეც აკეთებენ კომენტარებს, რაც ასოცირებულ ტრიოს – საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას, – ევროინტეგრაციის გზაზე აქვს. სანამ სამივე ქვეყანასთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები პოზიციებს შეაჯერებენ, მანამდე იმ პირობებზე აკეთებენ აქცენტებს, რასაც თითოეული ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეს. ცალკეული ლიდერების მხრიდან ისმის პოზიტიური და მკაფიო გზავნილები საქართველოს მიმართ. საგანგებო სამიტზე დღის წესრიგის მთავარი თემა კი უკრაინის ომი და რუსეთის წინააღმდეგ ასამოქმედებელი სანქციების მეექვსე პაკეტია, რომელიც ამ დრომდე მაგიდაზე დევს და მასზე შეთანხმება ვერ ხერხდება. დილემას რუსულ ნავთობზე ემბარგოს საკითხი ქმნის, რასაც უნგრეთი არ თანხმდება.

„მოამბე“ ბრიუსელიდან, – ანა ბროლაძე აშუქებს ევროკავშირის საბჭოს საგანგებო სამიტს.