ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა

უკვე ხუთი საათია ბრიუსელში ევროკავშირის წვერი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. განხილვის საკითხებს შორის არის საქართველოც. საბჭოზე შეკრებილები მსჯელობენ რა ზომები შეიძლება გატარდეს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ. მათ შორის განიხილება სანქციები და სავიზო შეზღუდვები დიპლომატიური და სამუშაო პასპორტის მქონე პირებისთვის. განხილვის საგანია უვიზო რეჟიმის შეზღუდვა. საკითხს არსებული ინფორმაციით ეწინააღმდეგება უნგრეთი და რამდენიმე სახელმწიფო. კეთდება განცხადებები, რომ საქართველოს მთავრობის მიუღებელი მოქმედებების გამო არ უნდა დაზარალდნენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ ევროპული მისწრაფება. საგარეო მინისტრების საბჭოს სხდომას პირველად ხელმძღვანელობს ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ამჟამად ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი, კაია კალასი.