ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა

გადამწყვეტი ფინალური მოლაპარაკებების ფონზე ახალი გზავნილია ბრიუსელიდან.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი თემა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილი ვითარებაც იყო. საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებაში ქართველ პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებენ, პარლამენტის წარმომადგენლობა შესაძლებელი გახადონ. მსგავსი პოზიცია აქვს ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასაც, რომელიც „მოამბესთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში პოლიტიკოსებს ბოიკოტის ნაცვლად დისკუსიების პარლამენტში გაგრძელებას სთხოვს და მიმართავს მმართველ გუნდსაც.

ლევან ახალაია გაგვაცნობს ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებებს.