ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა პრაღაში

15:02, 31.08.2022

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი პრაღაში მიმდინარე ევროკავშირის არაფორმალურ მინისტერიალზე ორმხრივ შეხვედრებს ევროპელ პარტნიორებთან მართავს. შეხვედრა დაგეგმილია უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებასთანაც. არაფორმალურ მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად სამი ასოცირებული ქვეყანა – უკრაინა, მოლდოვა და საქართველო მიიწვიეს.

ევროპელი დიპლომატების ძირითადი განსახილველი თემა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვა ან შეზღუდვაა. მინისტერიალზე განსახილველ საკითხებზე უფრო დეტალურად პრაღიდან ანა ბროლაძე მოგვიყვება.

მსგავსი