ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ლუქსემბურგში

15:06, 20.10.2025

ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრა მიმდინარეობს. სხვა თემებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ. შეხვედრის დაწყებამდე ევროკავშირის ლიდერებმა და წევრი ქვეყნების დიპლომატებმა მედიასთან განცხადებებიც გააკეთეს. გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა თქვა, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები შემაშფოთებელია. მან მოუწოდა საქართველოს მთავრობას, მოუსმინოს ხალხს, ესაუბროს სამოქალაქო საზოგადოებასა და მიჰყვეს მათ სურვილს, გახდნენ ევროპის ნაწილი.

მედიასთან კომენტარი გააკეთა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმაც, რომელიც თბილისში ვიზიტით ყოფნისას, რუსთველზე აქციაზეც იმყოფებოდა. მისი თქმით, რაც საქართველოში ნახა, ძალიან შემაშფოთებელია.

მსგავსი