ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა

ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იწყება. სხდომის ფარგლებში, ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან და წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრას დაესწრება ილია დარჩიაშვილიც. განიხილება ევროკავშირის გაფართოება და საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა, ასევე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. აქცენტი გაკეთდება ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებაზე. ლუქსემბურგში ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები.

გიორგი კობერიძე დეტალებით.