ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა

12:14, 13.07.2026

ევროკავშირს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა არ სურს და მისი მიზანი ქართველი ხალხის მხარდაჭერაა. განაცხადა კაია კალასმა კითხვაზე საპასუხოდ, თუ როგორ ესახება „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა შავი ზღვის უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირთან დამოკიდებულების ფონზე. კალასის თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირს გარკვეული სირთულეები აქვს, რადგან ამჟამად მთავრობასთან ურთიერთობა პრაქტიკულად არ არსებობს. ამიტომ, ევროკავშირში მსჯელობენ, როგორ დაუჭირონ მხარი ქართველ ხალხს ისე, რომ მათ ევროპული პერსპექტივის იმედი არ დაკარგონ.

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი განაცხადა, რომ თუ ისინი საქართველოს მთავრობას არ დაელაპარაკებიან, მაშინ ცვლილებებს ვერ განახორციელებენ. მისივე თქმით, მოსწონთ თუ არა ეს ევროკავშირში, ფაქტია, რომ მმართველმა პარტიამ არჩევნები მოიგო.

მსგავსი