ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს ბრიუსელში. განსახილველ საკითხებს შორისაა საქართვლოში არსებული პოლიტიკური ვითარება. დისკუსიის დაწყებამდე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა სწორი მიმართულებით არ მიდის და ქვეყანაში ვითარება უფრო სერიოზული ხდება. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, არსებული მდგომარეობის გაუარესება შეშფოთების საგანია. რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კი აღნიშნა რომ საქართველომ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები მისი დემოკრატიის, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების დაცვის უზრუნველსაყოფად. ბლოკის წევრებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს ბუდაპეშტს. პიტერ სიიარტომ განაცხდა, რომ საქართველოს მთავრობას შეუძლია, ყველაფერში უნგრეთის იმედი ჰქონდეს და უნგრეთი პატივს სცემს საქართველოს ხელისუფების პატრიოტულ პოლიტიკას.