ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა - შეფასებები

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს აფასებენ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. როგორც ოპოზიციაში ამბობენ, მიღებული გადაწყვეტილება და „ქართული ოცნებისთვის“ მიცემული გონივრული ვადა მიუთითებს, რომ ევროკავშირს სხვა გზა არ აქვს და დათქმების არშესრულების შემთხვევაში, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება მოუწევს. რაც შეეხება მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებაში“ ევროკავშირის მიერ გაკეთებულ ბოლო განცხადებებს დაშინების კამპანიად აფასებენ.