ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.
სანქციების დაწესებას გაერთიანების წევრ სახელმწიფოთა ნაწილთან ერთად, გამოცემა Politico-ს ცნობით, უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასიც ლობირებდა, თუმცა საკითხი უნგრეთმა, რუმინეთმა და სლოვაკეთმა დაბლოკეს. რაც შეეხება ქართული დიპლომატური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, საკითხს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების კვალიფიციურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭრა. შესაბამისად ევროპულმა საბჭომ, ევროკომისიას უკვე დაავალა, საკითხზე ფორმალური დოკუმენტი წარადგინოს. დაანონსდა დამატებითი ზომების მიღებაც.