ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილება - შეფასებები

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილება, რომელიც დიპლომატიური პასპორტების მქონე ქართველი თანამდებობის პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას გულისხმობს, კვლავ შეფასებების თემაა. ოპოზიციაში გადაწყვეტილებას იწონებენ და ამბობენ, რომ შექმნილი ვითარების გამო პერსონალურად უნდა დაისაჯოს ყველა ის პირი, რომელიც დემოკრატიულ უკუსვლაში იღებს მონაწილეობას. „ქართული ოცნების“ გუნდში კი აცხადებენ, რომ სანქციებთან დაკავშირებით მსჯელობა ბრიუსელის მხრიდან პოლიტიკური განაცხადი იყო და ადგილი აქვს ქვეყნის შიდა საქმეში უხეში ფორმით ჩარევას.