ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილება - გამოხმაურება პოლიტიკურ სპექტრში

ევროკავშირის მიერ დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამით კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ ევროპა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ლეგიტიმაციას არ ანიჭებს. მმართველ გუნდში კი მიიჩნევენ, რომ სანქციების დაწესებით ევროკავშირი საკუთარი გავლენის გაძლიერებას ცდილობს.

 განხილვის თემაა პრემიერის განცხადება იტალიის, ესპანეთის და რუმინეთთან მიმართებით. მოგვიანებით ამ ქვეყნებმა განაცხადეს, რომ მხარი დაუჭირეს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის ინიციატივას სანქციებთან დაკავშირებით და დიპლომატიური ვიზების გამარტივების შეთანხმების შეჩერების წინადადებას. ასევე, შეშფოთება გამოხატეს საქართველოში სამოქალაქო უფლებების მდგომარეობისა და სავარაუდო დეზინფორმაციული კამპანიების, ასევე ევროკავშირის დონეზე გამართული შიდა დისკუსიების არაზუსტად წარმოჩენის გამო.