ვიდრე ევროკომისია ევროპული საბჭოს მიმართვის საფუძველზე, ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შესაჩერებლად დოკუმენტს მოამზადებს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების კვალიფიციურ უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეფასებების თემაა თბილისში. ვიდრე გაირკვევა საკითხი, მაღალი თანამდებობის პირებს ევროკავშირში მოგზაურობისთვის ვიზების აღება დასჭირდებათ თუ საზღვრის გადაკვეთას სამოქალაქო პასპორტით შეძლებენ, „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილება სიმბოლური ჟესტია და მხოლოდ მცირე დისკომფორტს შექმნის. ოპოზიცია კი სავიზო შეზღუდვებს ქართველი ხალხის მხარდაჭერად აცხადებს და ელოდება, რომ ევროგაერთიანება უახლოეს მომავალში დამატებით ზომებსაც მიიღებს.
რა პრობლემებს შეუქმნის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების კვალიფიციური უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილება „ქართულ ოცნებას“, – სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.