ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე  მსჯელობენ

ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. საგარეო უწყების ხელმძღვანელი პირები საქართველოს საკითხზე დღეს კიდევ ერთხელ იმსჯელებენ. სხდომის დაწყებამდე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და სხვა დიპლომატებმა განცხადება გააკეთეს.