15 ივლისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ – რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, ევროკომისიის მიერ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის მომზადებული დოკუმენტი, ერთის მხრივ, მოიცავს განახლებულ ინფორმაციას ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი ქვეყნების მიერ უკვე გადადგმული ნაბიჯების, მიმდინარე განხილვების შესახებ და მეორე მხრივ საუბარია იმაზე, რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია დამატებით ევროკავშირს. რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით ევროკომისარი საშინაო და მიგრაციის საქმეებში, მაგნუს ბრუნერი წერილს გააგზავნის საქართველოს მთავრობასთან ქვეყნისთვის სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების მუქარით, თუკი საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს მათი შეფასებით, არ გადადგამს ქვეყნის ევროპული კურსის დასაბრუნებლად.