ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი – შეფასებები თბილისში
მეორე დღეა თბილისში შეფასებების თემაა საქართველოს შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადება. მისი თქმით, „ქართველ ხალხს ევროპული მომავალი სურს, თუმცა „ქართული ოცნება“ სისტემატურად ართმევს მას, მათი ამჟამინდელი მიდგომა ცვლილებისთვის საკმარის ზეწოლას არ იწვევს“.
ეს განცხადება კაია კალასმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. მისივე განმარტებით, „საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის პროცესი უარესდება, სულ უფრო მეტი ოპოზიციური პარტია იკრძალება, „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი კი სამოქალაქო საზოგადოებას გუდავს“.
აღნიშნულ განცხადებას მმართველ გუნდში ორმაგ სტანდარტად და დაუსაბუთებელ ბრალდებად მიიჩნევენ.