ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი - შეფასება

საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისრების მიერ გაკეთებულ მორიგ კრიტიკულ განცხადებებსა და შენიშვნებს ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ეთანხმებიან, პასუხისმგებლობას კი – მთლიანად „ქართულ ოცნებას“ აკისრებენ. „დემოკრატიული უკუსვლა, ხალხის სურვილების არგათვალისწინება“ – ამ მწვავე შეფასებებს, თავის მხრივ, კრიტიკულად პასუხობენ მმართველ გუნდში და ამბობენ, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებისგან საქართველოს მისამართით არაერთი სიცრუე და დეზინფორმაცია ჟღერდება.