ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი – გამოხმაურება თბილისში
ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იწყება. მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე ომი იქნება,- აღნიშნულთან დაკავშირებით, დისკუსიის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, კაია კალასმა განაცხადა. ევროკავშირი აპირებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცროს, ასევე მინისტრები იმსჯელებენ უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე. ვირტუალურ რეჟიმში შედგება ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებები უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ბრიუსელში იმყოფება სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ევროპელ კოლეგებთან კონსულტაციებს გამართავს. განსახილველ თემებს შორის არის ასევე ახლო აღმოსავლეთი, სირია და ევროკავშირის ურთიერთობები ჩინეთთან. შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ, საქართველოს შესახებ ისაუბრა ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა. განცხადება გააკეთა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმაც.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე გაკეთებულ განცხადებებს გამოხმაურებები მოჰყვა მმართველ გუნდში.